Skip to content

Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
1 of 2

პატარა პრინცი

Regular price
32.90 GEL
Sale price
32.90 GEL
Regular price
ფრანგი მწერლისა და მფრინავის ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ალეგორიული ნაწარმოები „პატარა პრინცი“ მსოფლიო ისტორიაში მოთხრობილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ფრანგული ლიტერატურის ეს შედევრი დღემდე აღელვებს...
Availability: In Stock

Shipping & Delivery

Free express shipping on order over 100GEL!

We deliver all orders within 1-3 business days!

პატარა პრინცი

ფრანგი მწერლისა და მფრინავის ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ალეგორიული ნაწარმოები „პატარა პრინცი“ მსოფლიო ისტორიაში მოთხრობილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ფრანგული ლიტერატურის ეს შედევრი დღემდე აღელვებს ყველა ასაკის მკითხველს.

წიგნის მიხედვით შეუქმნიათ თამაშები და ანიმაციები, 2008 წელს კი ფრანგული კომიქს-სცენის ნამდვილმა სუპერ-ვარსკვლავმა ჯოან სფარმა ეგზიუპერის რომანი კომიქსად გადააქცია. გამოცემამ მაშინვე მიიპყრო მკითხველების, მხატვრებისა და საერთაშორისო გამომცემლების ყურადღება და წიგნმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომიქს ფესტივალის, ანგულემის ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო წიგნი“

ჯოან სფარის მხატვრობა „პატარა პრინცს“ახალ სიცოცხლესა და ძალას მატებს. ის არ რჩება ავტორისეული სტილისტურ ჩარჩოში და გვთავაზობს ილუსტრირების პირად მასტერკლასს - თანამედროვეს, დინამიკურსა და ემოციურს.

გამოსარჩევი გრაფიკული რომანიც ტექსტის ადაპტირების ნაწილშიც. ჯოან სფარს აშკარად გულისყურით აქვს განცდილი და შესწავლილი ეგზიუპერის ტექსტი და სწორედ ასე ახერხებს მეგობრობაზე, მარტოსულობასა და სიყვარულზე უკვე მრავალჯერ მოთხრობილი ისტორია კიდევ ერთხელ განგვაცდევინოს მთელი თავისი ჯადოსნობით.


„ჯოან სფარი არ ღალატობს ეგზიუპერის ორიგინალს და ისე გვთავაზობს თავის უკვე პირად ნაწარმოებს, რომელიც პირველივე გვერდებიდანვე გვაგრძნობინებს, რომ მხატვარი ბავშვობას არასოდეს მიუტოვებია. უმშვენიერესი საკითხავი და საჩუქარი”
-LA CROIX MAGAZINE

„სფარის მიერ ადაპტირებული “პატარა პრინცი” მომნუსხველი შედევრია, რომელიც ნაწარმოების ფილოსოფიის შესაბამისად ხელახლა აცოცხლებს უფროსში შინაგან ბავშვს, ბავშვებს კი ეგზისტენციალური შეკითხვების სამყაროში, საიმედო მეგზურად მიუძღვება.“
-მელოდი რუ

„ყველამ ვიცით, რომ ეგზიუპერის ნაწარმოები შედევრია; აი, მისი შეწყვილება ჯოან სფარის ფაქიზ მხატვრობასთან კი პატარა პრინცისა და მფრინავის ამბავს გადააქცევს არამხოლოდ გრაფიკული ლიტერატურის მშვენიერ ნიმუშად, არამედ თავად წიგნიც, როგორც საგანი თვისთავად ხდება რაღაც ჯადოსნურის მატარებელი“
- ფაბიენ ჟარდელი