{"product_id":"პატარა-პრინცი","title":"პატარა პრინცი","description":"\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eფრანგი მწერლისა და მფრინავის ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ალეგორიული ნაწარმოები „პატარა პრინცი“ მსოფლიო ისტორიაში მოთხრობილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ფრანგული ლიტერატურის ეს შედევრი დღემდე აღელვებს ყველა ასაკის მკითხველს.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eწიგნის მიხედვით შეუქმნიათ თამაშები და ანიმაციები, 2008 წელს კი ფრანგული კომიქს-სცენის ნამდვილმა სუპერ-ვარსკვლავმა ჯოან სფარმა ეგზიუპერის რომანი კომიქსად გადააქცია. გამოცემამ მაშინვე მიიპყრო მკითხველების, მხატვრებისა და საერთაშორისო გამომცემლების ყურადღება და წიგნმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დიდი კომიქს ფესტივალის, ანგულემის ჯილდო ნომინაციაში „წლის საუკეთესო წიგნი“\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eჯოან სფარის მხატვრობა „პატარა პრინცს“ახალ სიცოცხლესა და ძალას მატებს. ის არ რჩება ავტორისეული სტილისტურ ჩარჩოში და გვთავაზობს ილუსტრირების პირად მასტერკლასს - თანამედროვეს, დინამიკურსა და ემოციურს.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eგამოსარჩევი გრაფიკული რომანიც ტექსტის ადაპტირების ნაწილშიც. ჯოან სფარს აშკარად გულისყურით აქვს განცდილი და შესწავლილი ეგზიუპერის ტექსტი და სწორედ ასე ახერხებს მეგობრობაზე, მარტოსულობასა და სიყვარულზე უკვე მრავალჯერ მოთხრობილი ისტორია კიდევ ერთხელ განგვაცდევინოს მთელი თავისი ჯადოსნობით.\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003e„ჯოან სფარი არ ღალატობს ეგზიუპერის ორიგინალს და ისე გვთავაზობს თავის უკვე პირად ნაწარმოებს, რომელიც პირველივე გვერდებიდანვე გვაგრძნობინებს, რომ მხატვარი ბავშვობას არასოდეს მიუტოვებია. უმშვენიერესი საკითხავი და საჩუქარი”\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e\u003cbr\u003e\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e-LA CROIX MAGAZINE\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003e„სფარის მიერ ადაპტირებული “პატარა პრინცი” მომნუსხველი შედევრია, რომელიც ნაწარმოების ფილოსოფიის შესაბამისად ხელახლა აცოცხლებს უფროსში შინაგან ბავშვს, ბავშვებს კი ეგზისტენციალური შეკითხვების სამყაროში, საიმედო მეგზურად მიუძღვება.“\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e\u003cbr\u003e\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e-მელოდი რუ\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cb id=\"docs-internal-guid-a6c3d27a-7fff-66e3-71cc-99324ae5d64c\"\u003e\u003cspan\u003e„ყველამ ვიცით, რომ ეგზიუპერის ნაწარმოები შედევრია; აი, მისი შეწყვილება ჯოან სფარის ფაქიზ მხატვრობასთან კი პატარა პრინცისა და მფრინავის ამბავს გადააქცევს არამხოლოდ გრაფიკული ლიტერატურის მშვენიერ ნიმუშად, არამედ თავად წიგნიც, როგორც საგანი თვისთავად ხდება რაღაც ჯადოსნურის მატარებელი“\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e\u003cbr\u003e\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e- ფაბიენ ჟარდელი\u003c\/span\u003e\u003c\/b\u003e\u003cbr\u003e\u003c\/p\u003e","brand":"Mikiri - Manga, Comics and TCG Store","offers":[{"title":"Default Title","offer_id":53428041449786,"sku":null,"price":32.9,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0678\/8615\/4042\/files\/Screenshot_2026-04-28_at_12.18.27.png?v=1778327208","url":"https:\/\/mikiri.ge\/ka\/products\/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%98","provider":"Mikiri - Manga, Comics and TCG Store ","version":"1.0","type":"link"}