შინაარსზე გადასვლა

Created by potrace 1.16, written by Peter Selinger 2001-2019
1 დან 2

მაუს

Რეგულარული ფასი
42.90 GEL
გასაყიდი ფასი
42.90 GEL
Რეგულარული ფასი
არცერთ ავტორს არ მოუხდენია კომიქს-ლიტერატურაზე იმხელა გავლენა, როგორც არტ შპიგელმანს. არცერთი კომიქსი არ აკრძალულა იმდენ ქვეყანასა და რეგიონში, როგორც ეს მაუსს არგუნა ბედისწერამ. არტ შპიგელმანი ხელმოცარული ანდერგრაუნდ მხატვარი იყო, როდესაც...
ხელმისაწვდომობა: In Stock

ტრანსპორტირება

უფასო ექსპრეს მიწოდება 100 ლარზე მეტი ღირებილების შეკვეთისას 1-2 სამუშაო დღეში!
ყველა შეკვეთას ვაგზავნით 3-5 სამუშაო დღეში!

მაუს


არცერთ ავტორს არ მოუხდენია კომიქს-ლიტერატურაზე იმხელა გავლენა, როგორც არტ შპიგელმანს. არცერთი კომიქსი არ აკრძალულა იმდენ ქვეყანასა და რეგიონში, როგორც ეს მაუსს არგუნა ბედისწერამ.

არტ შპიგელმანი ხელმოცარული ანდერგრაუნდ მხატვარი იყო, როდესაც „ყველასთვის უინტერესო“ წიგნზე დაიწყო მუშაობა. მას სურდა მამამისის პირით მოეთხრო რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებ II მსოფლიო ომის დროს გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

ეს წიგნი, რომელიც რევოლუციური აღმოჩნდა მსოფლიო ლიტერატურისთვის და რომელიც დღემდე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, 13 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მან გამოსვლისთანავე შეძრა არა მხოლოდ მკითხველი, არამედ გამოწვევების წინაშე დააყენა მაშინდელი საგამომცემლო ინდუსტრიაც. 

მაუს პირველი კომიქსია, რომელსაც პრესტიჟული პულიცერის პრემია მიენიჭა. მისი სულისშემძვრელი ილუსტრაციები ამბავს ჯორჯ ორუელისეულ იგავურ განზომილებას ანიჭებს, ფორმატი და თხრობის შეულამაზებელ სტილი კი პირადი დღიურისთვის დამახასიათებელ სიღრმესა და სიმძიმეს.

მაუსით დღემდე სწავლობენ და ხსნიან არა მხოლოდ ჰოლოკოსტს, არამედ ჩვენი დროის გენოციდებსაც; არტ შპიგელმანის გავლენას კი განიცდის უამრავი მნიშვნელოვანი ავტორი, ვინც კი კომიქსის მედიუმს შესჭიდებია: მარჯან სატრაპი, ჯო საკო, ემანუელ გილბერი, კრეგ თომპსონი და სხვა მრავალი.


„არცერთ კომიქსს არ შეუძლია ისე მიიზიდოს და მიაჯაჭვოს ე.წ. „სერიოზული“ მკითხველი, როგორც ამას შპიგელმანის ეს პარადიგმების შემცვლელი წიგნი ახერხებს“

- THE GUARDIAN